Friday, December 14, 2012

მოდელი












ადრიანა ლიმა


ადრიანა ლიმა (პორტ. Adriana Lima; დ. 12 ივნისი, 1981) — ბრაზილიელი სუპერმოდელი. ამჟამად თანამშრომლობს Victoria's Secret-თან და რეკლამირებას უწევს მას, ლიმამ 13 წლის ასაკში დაიწყო მოდელობა, მან 2009 წლის 15 თებერვალს იქორწინა სერბ კალათბურთელზე მარკო იარიჩზე.

აღსანიშნავია რომ ადრიანა მისი მშოუბლიური პორტოგალიური ენის გარდა, კიდევ საუბრობს ინგლისურად, ფრანგულად და ცოტას იტალიურად და ესპანურად.

ადრიანა ფრანჩესკა ლიმა 1981 წელს დაიბადა ბრაზილიის სამხრეთში მდებარე ქალაქ სალვადორში. მომავალი სუპერმოდელის მშობლები სოციალური სფეროს მუშაკები იყვნენ. ადრიანა 6 თვის იყო მამამ ოჯახი რომ მიატოვა და ლიმას აღზრდით მხოლოდ დედა იყო დაკავებული. მას შემდეგ ადრიანას მამასთან ურთიერთობა არ ჰქონია, მხოლოდ 2007 წელს მოხერხდა მცირეხნიანი შეხვედრის ორგანიზება. თუმცა ადრიანამ არ ისურვა იმ ადამიანთან შერიგება, რომელმაც ის და დედა ყველაზე რთულ პერიოდში მიატოვა. ადრიანას აქვს ფრანგული და პორტუგალიური ფესვები, ასევე მის ძარღვებში ჩქეფს ამერიკელი ინდიელების და კარიბის კუნძულების აბორიგენთა სისხლი.
ადრიანა 13 წლის იყო, როდესაც ის და მისი მეგობარი ერთ-ერთი სამოდელო სააგენტოს თანამშრომელმა სავაჭრო ცენტრში შეამჩნია. მომავალი მოდელი საყიდლებზე იყო იქ. ადრიანამ სამოდელო სფეროში ქასთინგზე უარი არ განაცხადა და სულ მალე გახდა „ფორდ სუპერმოდელ ბრაზილიის“ კონკურსის გამარჯვებული. ცოტა ხანში „ფორდის“ ბრაზილიის ბიურომ მასთან პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა. იმავე წელს ადრიანამ მეორე ადგილი დაიკავა კონკურსში – „ფორდ სუპერმოდელი“, რომელიც ამჯერად მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდებოდა. 18 წლის ასაკში ადრიანა ნიუ–იორკში მიიწვიეს, სადაც მან „ელიტ მოდელ მენეჯმენტთან“ გააფორმა კონტრაქტი. ამას მოჰყვა უამრავი ფოტოსესია წამყვანი პრიალა ჟურნალებისთვის. საერთო ჯამში, ადრიანა ლიმა 13 ჟურნალის ყდაზე მოხვდა, მათ შორის ისეთი ჟურნალების გარეკანებზე, როგორებიცაა „Marie Claire“ და „Vogue“. იმავე პერიოდში მისი დებიუტი შედგა უმაღლესი დონის ჩვენებებზე. პოდიუმზე ის „Christian Lacroix–ს“, „Fendi–ის“, „ Emanuel Ungaro–ს“, „Giorgio Armani–ს“, „Valentino–ს“ და კიდევ უამრავი სხვა ცნობილი სამოდელო სახლის ტანისამოსით გამოდიოდა. ნამდვილი მსოფლიო აღიარება კი მას სარეკლამო ბანერმა მოუტანა, რომელიც ნიუ-იორკში, თაიმ-სქვერზე იყო გამოფენილი და რომელშიც ადრიანა ლიმა რეკლამას უკეთებდა ბრენდ „ვაზარეტოს“. 2000 წელს ადრიანამ ხელი მოაწერა კონტრაქტს „Guess“ და ჯინსის ნაწარმის რეკლამირებას შეუდგა. ხოლო ნამდვილი სუპერპოპულარობა და მრავალმილიონიანი შემოსავალი ლიმას „Victoria's Secret–თან“ გაფორმებულმა ხელშეკრულებამ მოუტანა. ამ ურთიერთობის საფუძველზე, ადრიანა ლიმა პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად იქცა.

2001 წელს შედგა ადრიანას დებიუტი დიდ ეკრანზე. განთქმული ჩინელი რეჟისორის ვონგ კარ ვაის მიერ გადაღებულ მოკლემეტრაჟიან ფილმში „მძღოლი – თვალყურის დევნება“,„BMW-ს“ დაკვეთით იყო გადაღებული, ადრიანა ლიმამ, ჰოლივუდის ვარსკვლავებთან – კლაივ ოუენთან და მიკი რურკთან ერთად ითამაშა. გარდა ამისა, მან მონაწილეობა მიიღო „Victoria's Secret–ის“ ცნობილ რეკლამაში, სადაც მას პარტნიორობას ლეგენდარული მუსიკოსი ბობ დილანი უწევდა. სარეკლამო რგოლში, ზურგზე მიმაგრებული ფრთებით და ქვედა საცვლებით ადრიანა ლიმა ვენეციის ქუჩებში სეირნობდა – მაშინ მსოფლიო პრესაში დაიწერა რომ, ასეთი რეკლამის დავიწყება თითქმის შეუძლებელია.

http://www.wikipedia.org/

victoria secret's show




პიანისტი

პიანისტი — მუსიკოსი, რომელიც უკრავს ფორტეპიანოზე. პიანისტები უკრავენ: სოლო ნაწარმოებს, ნაწარმოებს რომელიმე ინსტრუმენტთან, კამერულ და სიმფონიურ ორკესტრებში, აკომპონირებენ ხმას.

უამრავი კლასიკოსი კომპოზიტორი ასევე პიანისტიც იყო. ასეთებია: ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, ფრედერიკ შოპენი, ფერენც ლისტი, სერგეი რახმანინოვი, რობერტ შუმანი, ფელიქს მენდელსონი, კარლ მარია ფონ ვებერი, ჩარლზ-ვალენტინ ალკანი, იოჰანეს ბრამსი, ფერუჩიო ბუსონი, ანტონ რუბინშტეინი, ალქსანდრე სკრიაბინი, სერგეი პროკოფიევი, დიმიტრი შოსტაკოვიჩი, მორის რაველი და კლოდ დებიუსი.


ფრედერიკ შოპენი


ფრიდერიკ ფრანციშეკ შოპენი (პოლ. Fryderyk Franciszek Chopin (Szopen)) (22 თებერვალი (სხვა წყაროებით — 1 მარტი) 1810, სოფელი ჟელიაზოვა–ვოლია, ვარშავის მახლობლად, პოლონეთი — 5 (17 ოქტომბერი) 1849, პარიზი, საფრანგეთი), პოლონელი კომპოზიტორი და პიანისტი, დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდა საფრანგეთში (ფრანგ. Frédéric François Chopin). ავტორი მრავალრიცხოვანი ნაწარმოებებისა ფორტეპიანოსთვის.


პოლონური მუსიკალური ხელოვნების უდიდესი წარმომადგენელი. 1831 წლიდან ცხოვრობდა პარიზში. შოპენის მუსისკისთვის დამახასიათებელია ლირიზმი, სხვადასხვა ხასიათის დახვეწილად გადმოცემა; მისი ნაწარმოებები გამოირჩევა ფართო ეროვნულ–ფოლკლორული და ჟანრული კავშირებით. მან ახლებურად განმარტა სხვადასხვა ჟანრი: ააღორძინა რომანტიზმზე დაფუძნებული პრელუდია, შექმნა საფორტეპიანო ბალადა, პოეტიზმი და დრამატიზმი შეიტანა ცეკვებში – მაზურკა, პოლონეზი, ვალსი; სკერცო გარდასახა დამოუკიდებელ ნაწარმოებად; გაამდიდრა ჰარმონია და საფორტეპიანო ფაქტურა.

მის შემოქმედებაში აღსანიშნავია: 2 კონცერტი (1829, 1830), 3 სონატა (1828-1844), ფანტაზია (1841), 4 ბალადა (1835-1842), 4 სკერცო (1832–1842), ექსპრომტები, ნოკტიურნები, ეტიუდები და სხვა ნაწარმოებები ფორტეპიანოსთვის.

1927 წლიდან ვარშავაში ტარდება შოპენის სახელობის საერთაშორისო კონკურსი.

საინტერესოა, რომ მიუხედავად იმისა კომპოზიტორი დასაფლავებულია პარიზის პერ ლაშეზის სასაფლაოზე, შოპენის ანდერძით მისი გული სხეულიდან ამოკვეთეს და ჩაატანეს ვარშავის წმინდა ჯვრის ეკლესიის სვეტში.გარდაცვალების მიზეზად კი დღემდე ტუბერკულოზია დასახელებული.




http://www.wikipedia.org/

Thursday, December 13, 2012

დირიჟორი

დირიჟორი — ორკესტრის ხელმძღვანელი. იგი დგება შემსრულებელთა პირისპირ და ჯოხით ხელში (ზოგჯერ უჯოხოთაც) განაგებს მთელ ორკესტრს. თანამედროვე მუსიკალური აზრისათვის სავსებით მიუღებელია ორკესტრის მართვის წესი, რომელსაც იცავდნენ XVII-XVIII საუკუნეების საორკესტრო კოლექტივთა ხელმძღვანელები. მაგალითად, იმ დროს ინგლისში დირიჟორები ორკესტრის ხელმძღვანელობისას ცდილობდნენ ფეხის ბრახუნით ან თავის ქნევით, ფრანგი დირიჟორები კი - იატაკზე ჯოხის დარტყმით, ან - ვიოლინოთი ხელში. კერძოდ, მევიოლინე საჭირო ადგილებს დირიჟორობდა ხემით (ამგვარად მევიოლინეები ახლაც დირიჟორობენ კამერულ ორკესტრს, მაგ: ლიანა ისაკაძე) დირიჟორი ორკესტრთან ყოველთვის სახით დგას. დირიჟორზეა დამოკიდებული, თუ რა ტემპში შესრულდება ნაწარმოები. თავის დირიჟორობით განთქმულია დიდი გერმანელი კომპოზიტორი ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, რომელმაც თავისი მე-9 სიმფონია აბსოლუტურად ყრუმ შეასრულა. განთქმული ქართველი დირიჟორები არიან: ივანე ფალიაშვილი (ზ. ფალიაშვილის ძმა), ევგენი მიქელაძე, ჯანსუღ კახიძე და სხვები.
                ქართველი დირიჟორიჯანსუღ ივანეს ძე კახიძე (დ. 10 იანვარი, 1936, სოფ. ობჩა, ბაღდათის რაიონი — გ. 7 მარტი, 2002), ქართველი დირიჟორი, ლოტბარი, კომპოზიტორი და მომღერალი. საქართველოს სახალხო არტისტი (1978). საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი.დაიბადა 1936 წელს მეღვინის ოჯახში. 1958 წელს დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატირია (საგუნდო-სადირიჟირო განხრით) ოდისეი დიმიტრიადის სადირიჟორო ჯგუფი. სტაჟირება გაიარა საფრანგეთში იგორ მარკევიჩთან. შემოქმედებითი მოღვაწეობა დაიწყო ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს. 1958-1962 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი.

1957 წელს ჩამოაყალიბა ვოკალური ანსამბლი „შვიდკაცა“ (ახალგაზრდობის VI მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი, ოქროს მედალი). ერთი წლის შემდეგ კი ბრიუსელის საერთაშორისო გამოფენაზე დაჯილდოვდა ოქროს მედლით. 1962-1971 წლებში იყო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი (1965-68 წლებში მთავარი დირიჟორი). 1971-73 წლებში მიიწვიეს ქ. ლოძში (პოლონეთი) დიდი თეატრის დირიჟორად. აქ 1972 წელს მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით დაიდგა ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“.

1973 წლიდან ჯანსუღ კახიძე იყო საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. მას შექმნილი აქვს მუსიკა კონოფილმებისათვის, („შერეკილები“, გ. ყანჩელთან ერთად, „პირველი მერცხალი“, „დათა თუთაშხია“ ბიძინა კვერნაძესთან ერთად). კახიძის ხელმძღვანელობით თბილისში პირველად შესრულდა მთელი რიგი სიმფონიური ნაწარმოებები (სტრავინსკის „საღმთო გაზაფხული“, შოსტაკოვიჩის მე-4 სომფონია, ჰაიდნის 86-ე სიმფონია, შჩედრინის „ანცი შაირები“, ყანჩელის ექვსივე სიმფონია, ნასიძის მე-4, მე-5, მე-6, მე-7 სიმფონიები, მაჭავარიანის მე-2 სიმფონია, გაბიჩვაძის „როსტოკური სიმფონია“, თორაძის მე-2 სიმფონია და სხვა). საქართველოს სახელმწიფო და რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი (1977). დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის და „საპატიო ნიშნის“ ორდენებით.

მან თავისი ხელოვნება მსოფლიოს არაერთ ქალაქში წარმოადგინა. კახიძე დირიჟორობდა ბავარიის ორკესტრს, ლონდონის სიმფონიურ ორკესტრს, პარიზის რადიოს ორკესტრს, მილანის ლა-სკალას ორკესტრს, ვაშინგტონისა და ბოსტონის, სიდნეისა და მელბურნის ორკესტრებს. აღსანიშნავია, რომ კახიძის სადირიჟორო ჯოხი იტალიის ქალაქ ბუსეტოში, ვერდის სახლ-მუზეუმში ინახება. გარდაიცვალა 2002 წელს




http://ka.wikipedia.org/


ექიმი

ათასწლეულებია რაც ადამიანი მედიცინას სწავლობს. ძველმა ბერძენმა ექიმმა, ჰიპოკრატე კოსელმა, რომელიც 2400 წლის წინ ცხოვრობდა, დიდი გავლენა მოახდინა დასავლურ მედიცინაზე.

დიდი ხანი არ არის, რაც ქალებს ექიმობის ნება დართეს.ცოტამ თუ იცის, რომ ექიმის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო პროფესიათაგანია. თუ კარგად დავუკვირდებით მედპერსონალის მუშაობის არსს, დავინახავთ, რომ მასში ყველა ნეგატიური ფაქტორი გვხვდება: მაღალი ფსიქოემოციური დატვირთვა, ღამით მუშაობა, მთელი დღის განმავლობაში ფეხზე დგომა, საშიშ ნივთიერებებთან (წამლებთან, ნარკოტიკებთან, ლაბორატორიის რეაქტივებთან, რადიაციული გამოსხივების მქონე პრეპარატებთან, სისხლთან) მუდმივი და ხანგრძლივი კონტაქტი… ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მედიკოსები გულის იშემიური დაავადებით ორჯერ უფრო ხშირად იღუპებიან, ვიდრე სხვა სპეციალობის ადამიანები, რომლებიც ასევე გონებრივი სამუშაოთი არიან დაკავებულნი. ქირურგების ნახევარზე მეტი ორმოცდაათი წლის ასაკში მიოკარდიუმის ინფარქტით ან თავის ტვინის სისხლძარღვების პათოლოგიით კვდება. ეს სრულიადაც არ არის გასაკვირი. ქრონიკულ სტრესს, პასუხისმგებლობას სხვისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გამო, სამუშაოს მაღალ ტემპს, ღამის საათებში ძლიერ დაძაბულობას იქამდე მივყავართ, რომ სამედიცინო სამსახურში დასაქმებული ადამიანები სხვა დაავადებების მიხედვითაც ლიდერობენ.
ექიმებს ხშირად ემართებათ ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია, ჰიპერტონია და ნევრასთენია - ფსიქიკური გადაძაბვის გამო, ვენების ვარიკოზული გაგანიერება - მრავალი საათის განმავლობაში ფეხზე დგომის გამო, რადიკულიტი და ოსტეოქონდროზი - უხერხულ პოზაში დიდხანს მუშაობის გამო, კანის ალერგიული დაავადებები. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, მედიცინის მუშაკთა თითქმის მესამედი B და C ჰეპატიტით არის ინფიცირებული, თუმცა ეს მონაცემები ოფიციალური არ გახლავთ. ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, რადგან რეალურ ცხოვრებაში ძალიან ძნელი, პრაქტიკულად შეუძლებელია იმის დამტკიცება, რომ ინფიცირება მხოლოდ პროფესიულ მოღვაწეობასთან არის დაკავშირებული.
შესაძლოა, ვინმესგან გაიგონოთ, ღამით მუშაობას მიჩვეული ვარო, მაგრამ გვერწმუნეთ, ღამის საათებში მუშაობა ადამიანისთვის ძალიან ძნელია. სამედიცინო დაწესებულებებში უფრო და უფრო მეტი ქალი იწყებს მუშაობას. მათ მესამედს სწორედ ღამით უწევს შრომა. ესენი 29-დან 39 წლამდე ანუ რეპროდუქციული ასაკის ქალები არიან, რომელთა ორგანიზმისათვის ღამით მუშაობა ერთიორად უფრო საშიშია.
ცნობილია, რომ ღამის საათებში მუშაობა სიმსივნური დაავადებების განვითარების რისკს ზრდის. ძილის დროს ორგანიზმში გამოიყოფა ჰორმონი მელატონინი, რომელიც სიმსივნურ უჯრედებს თრგუნავს. ისე რომ, როცა ძილისა და სიფხიზლის გრაფიკი დარღვეულია, მელატონინის გამოყოფა არ ხდება. უკვე ჩატარებულია გამოკვლევები, რომლებმაც მეცნიერებს ღამით მუშაობასა და მკერდის კიბოს განვითარებას შორის კავშირის არსებობაზე მიანიშნა.
როდესაც ადამიანს ხშირად უხდება ღამის ტეხა, იმუნური სისტემა განსაკუთრებით მოწყვლადი ხდება და გაცილებით მეტად უჭირს დაავადებებთან გამკლავება.
ღამის საათებში მუშაობა ნერვულ სისტემასაც ფიტავს. ამ კუთხით ის განსაკუთრებით საშიშია ორსულებისთვის. სხვათა შორის, მათთვის მუშაობის ასეთი გრაფიკი საერთოდ მიუღებელია, რადგან იზრდება ვადამდელი მშობიარობის რისკი. ბიოლოგიური საათის არევა საშვილოსნოს აქტიურობასაც არღვევს.
ღამის ცვლა მამაკაცებისთვისაც საფრთხის შემცველია მათ ხშირად უვითარდებათ პროსტატის კიბო, იმუნიტეტის დაქვეითების გამო კი, ქალების მსგავსად, ხშირად ემართებათ სხვა დაავადებებიც.
ღამის ცვლა ყველაზე ნეგატიურად აისახება თავის ტვინის შესაძლებლობებზე - მის უნარზე, დაიმახსოვროს, გააანალიზოს, შემოქმედებითად მიუდგეს პრობლემის გადაწყვეტას. ამის გამო ადამიანი `ჯდება~ ენერგოტონიკებზე - პრეპარატებზე, რომლებიც ტვინში სისხლის მიმოქცევასა და გონებრივ შესაძლებლობებს აუმჯობესებს და არც კი ეჭვობს, რომ ერთადერთი, რაც მას სჭირდება, სრულფასოვანი ღამის ძილია.
არაოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, ითვლება, რომ ყოველწლიურად სამედიცინო პერსონალის დაახლოებით რვა პროცენტი იქცევა ინვალიდად ან, როგორც ახლა ამბობენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანად. მათი ნახევარი მუდმივი სტრესის მდგომარეობაში მუშაობს, ხოლო 70% - ჯანმრთელობისათვის საშიშ და ინფექციური დაავადებებით დასნებოვნების მუდმივი საფრთხის პირობებში

ეს ადამიანი ექმი არ არის!


http://ka.wikipedia.org/
http://www.youtube.com/

ადვოკატი

ადვოკატი (ლათინურად advocatus წამოსულია სიტყვა advoco დან ) -- სახე რომელიც იურიდიული პირის სახელით ფიზიკური პირის იურიდიულ დახმარებას გასწევს. (მოქალაქეებს , ან მოქალაქეობის არ მქონე პირებს) ასევე იურიდიულ პირებს და ორგანიზაციებს მათი უფლებების დაცვა სასამართლო პროცესზე. საქართველოში ადვოკატი - ასევე ითვლება პროფესიონალ მრჩეველად იურიდიულ საკითხებზე. 2. ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც ემორჩილება მხოლოდ კანონსა და პროფესიული ეთიკის ნორმებს და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში. (29.12.2004 N 970)

საადვოკატო საქმიანობა (24.09.2010. N3619 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან) საადვოკატო საქმიანობა მოიცავს: ადვოკატის მიერ იურიდიული რჩევის მიცემას იმ პირისათვის, რომელმაც მას დახმარებისათვის მიმართა (კლიენტი); კლიენტის წარმომადგენლობას საკონსტიტუციო დავის, სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოში, არბიტრაჟში, დაკავების, გამოძიების ორგანოებში; მესამე პირის მიმართ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას და კლიენტის სახელით ნებისმიერი დოკუმენტაციის წარდგენას; ისეთი იურიდიული დახმარების გაწევას, რომელიც არ უკავშირდება მესამე პირის წინაშე წარმომადგენლობას.

საადვოკატო საქმიანობის პრინციპები საადვოკატო საქმიანობის პრინციპებია:

ა) კანონიერება;

ბ) საადვოკატო საქმიანობის თავისუფლება და დამოუკიდებლობა;

გ) ადვოკატთა თანასწორობა და მათი დისკრიმინაციის დაუშვებლობა;

დ) საადვოკატო საქმიანობაში ჩაურევლობა;

ე) ადვოკატის მიერ კლიენტის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა და დაცვა;

ვ) ადვოკატის მიერ დაცვის უფლების განხორციელებაზე უარის თქმის დაუშვებლობა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ზ) ადვოკატის მიერ პროფესიული საიდუმლოების დაცვა;

თ) ადვოკატის მიერ პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვა.

ადვოკატის უფლებები 1. ადვოკატს უფლება აქვს: ა) წარმოადგინოს და დაიცვას კლიენტი, მისი უფლებები და თავისუფლებები საკონსტიტუციო, უზენაეს და საერთო სასამართლოებში, არბიტრაჟში და გამოძიების ორგანოებში, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; (24.09.2010 N3619 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან) ბ) კლიენტის ინტერესების დაცვის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს საადვოკატო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა ფაქტობრივი მონაცემები; გ) დაუბრკოლებლად, ნებისმიერ დროს და კონტროლის გარეშე, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირისპირ შეხვდეს დაკავებულ, დაპატიმრებულ ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის ადგილებში მოთავსებულ პირს, იქონიოს მასთან მიმოწერა; დ) ისარგებლოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. 2. ადვოკატის საქმიანობა შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონით.


ადვოკატის მოვალეობები (17.11.2009 N 2040) ადვოკატი ვალდებულია:

ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული ფუნქციები;

ბ) ზუსტად და განუხრელად დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები;

გ) არ შელახოს სასამართლოს და პროცესის სხვა მონაწილეთა უფლებები;

დ) დაიცვას პროფესიული საიდუმლოება;

ე) შეასრულოს საპროცესო კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობები და ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში კლიენტს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ;

ვ) მონაწილეობა მიიღოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებულ განგრძობადი სავალდებულო იურიდიული განათლების პროგრამაში.

ადვოკატის ფიცი (29.12.2004 N 970) 1. ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებისათვის პირი ვალდებულია დადოს შემდეგი ფიცი: „ვფიცავ, ვიყო სამართლიანობის იდეების ერთგული, კეთილსინდისიერად და პირნათლად შევასრულო ადვოკატის მოვალეობები, დავიცვა საქართველოს კონსტიტუცია და კანონები, ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები!“. (17.11.2009 N 2040)

2. თუ პირი თავისი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე უარს ამბობს ფიცის დადებაზე, იგი ფიცის ნაცვლად წერს განცხადებას, რომლითაც ადასტურებს, რომ კეთილსინდისიერად შეასრულებს ამ კანონით დადგენილ ადვოკატის მოვალეობებს.

3. ფიცის (განცხადების) ტექსტს ხელს აწერს პირი და იგი ინახება მის პირად საქმეში.

4. ფიცის დადების (განცხადების დაწერის) შემდეგ პირი იძენს ადვოკატის სტატუსს და იღებს საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ მოწმობას, რომლითაც იგი ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას.

http://www.wikipedia.org/