ექიმი

ცოტამ თუ იცის, რომ ექიმის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო პროფესიათაგანია. თუ კარგად დავუკვირდებით მედპერსონალის მუშაობის არსს, დავინახავთ, რომ მასში ყველა ნეგატიური ფაქტორი გვხვდება: მაღალი ფსიქოემოციური დატვირთვა, ღამით მუშაობა, მთელი დღის განმავლობაში ფეხზე დგომა, საშიშ ნივთიერებებთან (წამლებთან, ნარკოტიკებთან, ლაბორატორიის რეაქტივებთან, რადიაციული გამოსხივების მქონე პრეპარატებთან, სისხლთან) მუდმივი და ხანგრძლივი კონტაქტი… ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მედიკოსები გულის იშემიური დაავადებით ორჯერ უფრო ხშირად იღუპებიან, ვიდრე სხვა სპეციალობის ადამიანები, რომლებიც ასევე გონებრივი სამუშაოთი არიან დაკავებულნი. ქირურგების ნახევარზე მეტი ორმოცდაათი წლის ასაკში მიოკარდიუმის ინფარქტით ან თავის ტვინის სისხლძარღვების პათოლოგიით კვდება. ეს სრულიადაც არ არის გასაკვირი. ქრონიკულ სტრესს, პასუხისმგებლობას სხვისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გამო, სამუშაოს მაღალ ტემპს, ღამის საათებში ძლიერ დაძაბულობას იქამდე მივყავართ, რომ სამედიცინო სამსახურში დასაქმებული ადამიანები სხვა დაავადებების მიხედვითაც ლიდერობენ.
ექიმებს ხშირად ემართებათ ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია, ჰიპერტონია და ნევრასთენია - ფსიქიკური გადაძაბვის გამო, ვენების ვარიკოზული გაგანიერება - მრავალი საათის განმავლობაში ფეხზე დგომის გამო, რადიკულიტი და ოსტეოქონდროზი - უხერხულ პოზაში დიდხანს მუშაობის გამო, კანის ალერგიული დაავადებები. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, მედიცინის მუშაკთა თითქმის მესამედი B და C ჰეპატიტით არის ინფიცირებული, თუმცა ეს მონაცემები ოფიციალური არ გახლავთ. ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, რადგან რეალურ ცხოვრებაში ძალიან ძნელი, პრაქტიკულად შეუძლებელია იმის დამტკიცება, რომ ინფიცირება მხოლოდ პროფესიულ მოღვაწეობასთან არის დაკავშირებული.
შესაძლოა, ვინმესგან გაიგონოთ, ღამით მუშაობას მიჩვეული ვარო, მაგრამ გვერწმუნეთ, ღამის საათებში მუშაობა ადამიანისთვის ძალიან ძნელია. სამედიცინო დაწესებულებებში უფრო და უფრო მეტი ქალი იწყებს მუშაობას. მათ მესამედს სწორედ ღამით უწევს შრომა. ესენი 29-დან 39 წლამდე ანუ რეპროდუქციული ასაკის ქალები არიან, რომელთა ორგანიზმისათვის ღამით მუშაობა ერთიორად უფრო საშიშია.
ცნობილია, რომ ღამის საათებში მუშაობა სიმსივნური დაავადებების განვითარების რისკს ზრდის. ძილის დროს ორგანიზმში გამოიყოფა ჰორმონი მელატონინი, რომელიც სიმსივნურ უჯრედებს თრგუნავს. ისე რომ, როცა ძილისა და სიფხიზლის გრაფიკი დარღვეულია, მელატონინის გამოყოფა არ ხდება. უკვე ჩატარებულია გამოკვლევები, რომლებმაც მეცნიერებს ღამით მუშაობასა და მკერდის კიბოს განვითარებას შორის კავშირის არსებობაზე მიანიშნა.
როდესაც ადამიანს ხშირად უხდება ღამის ტეხა, იმუნური სისტემა განსაკუთრებით მოწყვლადი ხდება და გაცილებით მეტად უჭირს დაავადებებთან გამკლავება.
ღამის საათებში მუშაობა ნერვულ სისტემასაც ფიტავს. ამ კუთხით ის განსაკუთრებით საშიშია ორსულებისთვის. სხვათა შორის, მათთვის მუშაობის ასეთი გრაფიკი საერთოდ მიუღებელია, რადგან იზრდება ვადამდელი მშობიარობის რისკი. ბიოლოგიური საათის არევა საშვილოსნოს აქტიურობასაც არღვევს.
ღამის ცვლა მამაკაცებისთვისაც საფრთხის შემცველია მათ ხშირად უვითარდებათ პროსტატის კიბო, იმუნიტეტის დაქვეითების გამო კი, ქალების მსგავსად, ხშირად ემართებათ სხვა დაავადებებიც.
ღამის ცვლა ყველაზე ნეგატიურად აისახება თავის ტვინის შესაძლებლობებზე - მის უნარზე, დაიმახსოვროს, გააანალიზოს, შემოქმედებითად მიუდგეს პრობლემის გადაწყვეტას. ამის გამო ადამიანი `ჯდება~ ენერგოტონიკებზე - პრეპარატებზე, რომლებიც ტვინში სისხლის მიმოქცევასა და გონებრივ შესაძლებლობებს აუმჯობესებს და არც კი ეჭვობს, რომ ერთადერთი, რაც მას სჭირდება, სრულფასოვანი ღამის ძილია.
არაოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, ითვლება, რომ ყოველწლიურად სამედიცინო პერსონალის დაახლოებით რვა პროცენტი იქცევა ინვალიდად ან, როგორც ახლა ამბობენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანად. მათი ნახევარი მუდმივი სტრესის მდგომარეობაში მუშაობს, ხოლო 70% - ჯანმრთელობისათვის საშიშ და ინფექციური დაავადებებით დასნებოვნების მუდმივი საფრთხის პირობებში.


ეს ადამიანი ექიმი არ არის!


http://www.wikipedia.org/

No comments:

Post a Comment