
უამრავი კლასიკოსი კომპოზიტორი ასევე პიანისტიც იყო. ასეთებია: ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, ფრედერიკ შოპენი, ფერენც ლისტი, სერგეი რახმანინოვი, რობერტ შუმანი, ფელიქს მენდელსონი, კარლ მარია ფონ ვებერი, ჩარლზ-ვალენტინ ალკანი, იოჰანეს ბრამსი, ფერუჩიო ბუსონი, ანტონ რუბინშტეინი, ალქსანდრე სკრიაბინი, სერგეი პროკოფიევი, დიმიტრი შოსტაკოვიჩი, მორის რაველი და კლოდ დებიუსი.
ფრედერიკ შოპენი
პოლონური მუსიკალური ხელოვნების უდიდესი წარმომადგენელი. 1831 წლიდან ცხოვრობდა პარიზში. შოპენის მუსისკისთვის დამახასიათებელია ლირიზმი, სხვადასხვა ხასიათის დახვეწილად გადმოცემა; მისი ნაწარმოებები გამოირჩევა ფართო ეროვნულ–ფოლკლორული და ჟანრული კავშირებით. მან ახლებურად განმარტა სხვადასხვა ჟანრი: ააღორძინა რომანტიზმზე დაფუძნებული პრელუდია, შექმნა საფორტეპიანო ბალადა, პოეტიზმი და დრამატიზმი შეიტანა ცეკვებში – მაზურკა, პოლონეზი, ვალსი; სკერცო გარდასახა დამოუკიდებელ ნაწარმოებად; გაამდიდრა ჰარმონია და საფორტეპიანო ფაქტურა.
მის შემოქმედებაში აღსანიშნავია: 2 კონცერტი (1829, 1830), 3 სონატა (1828-1844), ფანტაზია (1841), 4 ბალადა (1835-1842), 4 სკერცო (1832–1842), ექსპრომტები, ნოკტიურნები, ეტიუდები და სხვა ნაწარმოებები ფორტეპიანოსთვის.
1927 წლიდან ვარშავაში ტარდება შოპენის სახელობის საერთაშორისო კონკურსი.
საინტერესოა, რომ მიუხედავად იმისა კომპოზიტორი დასაფლავებულია პარიზის პერ ლაშეზის სასაფლაოზე, შოპენის ანდერძით მისი გული სხეულიდან ამოკვეთეს და ჩაატანეს ვარშავის წმინდა ჯვრის ეკლესიის სვეტში.გარდაცვალების მიზეზად კი დღემდე ტუბერკულოზია დასახელებული.
http://www.wikipedia.org/
No comments:
Post a Comment